სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N31 საჯარო სკოლაში პროექტის - „გარემოს ქომაგები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
07-06-2022
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლაში პროექტის „გარემოს ქომაგები“ დასკვნითი ღონისძება გაიმართა. 

აღნიშნული პროექტის მიზანი და ამოცანები იყო: გარემოს დაცვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების კალენდრის დანერგვის გზით; ცნობიერების ამაღლება; თანატოლთა განათლება; სადამრიგებლო რგოლის გაძლიერება; მდგრადი განვითარების კალენდრის დანერგვა და სკოლის შიდა ეზოს მოწყობა. 

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემებიდან სკოლამ არჩევანი გარემოს დაცვაზე შეაჩერა.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა. 

სამსემესტრიანი პროექტი კონფერენციითა და გამოფენით დასრულდა. 

კონფერენციაზე მოსწავლეებმა შემდეგი თემები წარადგინეს:

  • „ჰაერის დაბინძურება" - მე-9 კლასი, ზურა მასურაშვილი, ლუკა კობერიძე. ხელმძღვანელი: მანანა მათნაძე;
  • „წყლის დაბინძურება"- მე-10 კლასი, ნინო კურტანიძე, მარიამ ჩაჩხიანი, სალომე ლეჟავა. ხელმძღვანელი: მანანა მათნაძე;
  • „გლობალური პრობლემების საერთაშორისო თანამშრომლობა"- მე-11 კლასი, ლიზი შაღაშვილი, ნიცა როგავა. ხელმძღვანელი ქეთევან რაზმაძე;
  • „მომავლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზები" - მე-11 კლასი, ქეთი ღორთლიშვილი, მარიამ გაბუნია. ხელმძღვანელი: ქეთევან რაზმაძე.

გარდა ამისა, გამოვლინდნენ საუკეთესო ნახატის ავტორები: ელისაბედ ჩიქობავა მე-8 კლასი; მურუსიძე გოჩა მე-6 კლასი და ელენე კვიკვინია მე-5 კლასი.

თბილისის N31 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის განმახორციელებელ გუნდს და ძველი თბილისი - თეთრიწყაროს ლიდერობის ექსპერტს ნათია ბასილიას თანადგომისთვის, მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

„შედგა პროექტის განმახორციელებელი გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ხათუნა კერზაია - მათემატიკის მასწავლებელი; მანანა მათნაძე - ქიმიის მასწავლებელი; ქეთევან რაზმაძე - გეოგრაფიის მასწავლებელი; სოფიო მეტრეველი- ინგლისური ენის მასწავლებელი.
სამი სემესტრის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
მოსწავლეების ჩართვა პროექტში ,,გახდი ეკოლიდერი’’, ლექციები თემაზე: გარემოს დაცვა, შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულებთან თემაზე: დედამიწისა და ქვეყნის მომავალი, გასვლითი გაკვეთილები, კომპლექსური დავალების დაგეგმვა და განხორციელება გარემოს დაცვის თემაზე, პრიორიტეტული თემის ინტეგრირება სასკოლო კურიკულუმში, თანატოლგანმანათლებელთა გადამზადება, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის გარემოს დაცვის თემაზე ცნობიერების ამაღლება, პრიორიტეტული თემის ინტეგრირება სადამრიგებლო პროგრამაში, დამრიგებლების მიერ განხორციელებული მინი-პროექტები და სხვა.
კონფერენციაზე მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და საჩუქრად გადაეცათ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ავტორის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი „ნეიროუტოპია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება