სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო, მხიარული და შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთული მაისი საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში
03-06-2022
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში მაისის თვე საინტერესო, მხიარული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით იყო დატვირთული.

სკოლაში არაერთი სპორტულ-გასართობი, შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა და ასევე, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა.

„ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში, აპრილის თვეში აღებული სტარტი, ნაყოფიერად გაგრძელდა. დიდი, საქმიანი ფუსფუსი და აურზაური შეინიშნებოდა სკოლის შენობაში. მიუხედავად რაოდენობრივი სიმცირისა, მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

პირველად მოსწავლეებმა „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობით იჯერეს გული, რომელიც სპორტის მასწავლებელმა, თემურ ნანეიშვილმა მრავალფეროვანი აქტივობებით შემოგვთავაზა.

მხიარული თამაში და გართობა, ცოდნის მიღებასთან ერთად გაგრძელდა ექსკურსიაზე, რომელიც დაიგეგმა პროექტის „გაზაფხული დადიანებში“ ფარგლებში, სადაც შემეცნებითი ცოდნის მიღების შემდეგ მხიარული საათების დროც დადგა.

შემდეგი საინტერესო და ინფორმაციული დღე უკვე 26 მაისის ღონისძიებით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ყველა კლასის მოსწავლემ მიიღო, გაიხსენეს საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, წაიკითხეს ლექსები, დადგეს ინსცენირებული პერფორმანსები რითაც კიდევ უფრო გაიმდიდრეს არსებული ცოდნა და უკეთესად გაიაზრეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მნიშვნელობა.

ამასობაში კი პირველი კლასის გაცილების დროც დადგა, რომელიც დამრიგებელმა ლანა სერგიამ ულამაზეს დღესასწაულად აქცია. მხიარული ვიქტორინა სიგელების გადაცემით დაგვირგვინდა, რომელიც დამსახურებულად გადაეცა პატარა მარგალიტებს. ასევე, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით მიულოცეს უფროსკლასელებმა პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება.

ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო პატარებისთვის ხობის თეატრში წასვლა სპექტაკლზე - „ბუნების შვილები“, რამაც  სასიამოვნო ემოციებით აავსო თითოეული პატარას გული, რისთვისაც სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს.

სკოლის დასრულებამდე ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი, რომელსაც ჩვენი ერთიანი გუნდი, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დახმარებით კიდევ რამოდენიმე ლამაზ დღეს და აქტივობებს შემოგთავაზებენ“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება