სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის და სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებთან ჯანმრთელობის საკითხზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
03-06-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი აქტიურად ფუნქციონირებს და უკვე არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ შეხვედრა განახორციელა.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბელებისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრების მონაწილეობით (ხელმძღვანელები: მზია ქარდავა, იზოლდა ხვიჩავა და მაია არახამია) „ქსელი Tb people“ - ს წარმომადგენელთან ეთო ალმასიასთან შეხვედრა შედგა.

შეხვედრის თემა კი - „ერთად დავასრულოთ ტუბერკულოზი“ იყო. 

„ტუბერკულოზი არის დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკრობაქტერია. საუბარი შეეხო შემდეგ საკითხებს:

  • რა არის ტუბერკულოზი?
  • როგორ ხდება ტუბერკულოზის გადაცემა?
  • რას ნიშნავს ლატენტური და აქტიური ტუბერკულოზი?
  • რა სიმპტომები ახასიათებს ტუბერკულოზს?
  • როგორ მოვიქცეთ საეჭვო ნიშნების გამოვლენისას?
  • რა არის სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზი?
მოსწავლეებმა გააცნობიერეს რომ მნიშვნელოვანია პირველივე სიმპტომის გამოჩენისთანავე მივმართოთ ექიმს და გართულების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად შევასრულოთ ექიმის დანიშნულება სრულ გამოჯანმრთელებამდე. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს, ასევე ქალბატონმა ეთო ალმასიამ მოსწავლეებს გადასცა ბუკლეტები და მაისურები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება