სიახლეები
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბმა ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებულად აღნიშნა
02-06-2022
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის ხელოვნების კლუბის წევრებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომლის ფარგლებში მოეწყო ულამაზესი ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა.

„ხელოვნების კლუბი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. 

თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პედაგოგების საყურადღებოდ - გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ზვიად კვინიკაძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის შესახებ

პატარებმა პედაგოგი და მშობლები სიამაყით აავსეს

მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის ხელმძღვანელები - იზა ხარატიშვილი და ხათუნა გორგოძე

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება