სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N118 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2022
-
+


თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება „ო, ენავ, ჩვენო“, ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

ღონისძიების ბოლოს პედაგოგმა თამილა ცქიფურიშვილმა თითოეულ მოსწავლეს ალბომები „ჩემი პირველი მასწავლებელი“ და სამახსოვრო დიპლომები გადასცა.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი გიული შენგელია და სასწავლო ნაწილის გამგე ელისო ღამბაშიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

„პატარებმა თავიანი შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ წარმოთქვეს ულამაზესი ლექსები და შეასრულეს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა ნათია მოსულიშვილმა, ზღაპრული დეკორაციის მოწყობაში კი მონაწილეობდნენ მშობლები. კლასის ხელმძღვანელი თამილა ცქიფურიშვილი უდიდეს მადლობას უხდის მათ. „არასოდეს დამავიწყდება პატარების მხიარული, გაცისკროვნებული და ბედნიერი სახეები“, - აღნიშნა პედაგოგმა. ბოლოს კი მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელს სამახსოვრო წერილები გადასცეს, რომლებშიც უდიდესი სითბო და სიყვარული იყო ჩაღვრილი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება