სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჯარო მადლობა დაუღალავი შრომისთვის, თავდადებისთვის, ძვირფასი დროისთვის ... - თბილისის N177 სკოლის მოსწავლეთა მშობლების წერილი პედაგოგს
02-06-2022
-
+


კოვიდპანდემიამ პედაგოგები და სრულიად სასკოლო საზოგადოება არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თბილისის N177 საჯარო სკოლის პედაგოგი ანანო სივსივაძე ერთ-ერთია, რომელმაც გამოწვევები ღირსეულად დაძლია, მომავალი თაობისთვის საფუძვლიანი და ხარისხიანი განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთა და საყვარელი მოსწავლეების მშობელთა საჯარო მადლობაც დაიმსახურა. 

მე-3დ კლასის მოსწავლეთა მშობლების მადლობის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ამ ყველასთვის რთული პერიოდის დროს, რასაც დისტანციური სწავლება ჰქვია, თბილისის N177 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს - ანანო სივსივაძეს, გვინდა საჯაროდ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ. 

დაუღალავი შრომისთვის, თავდადებისთვის, ძვირფასი დროისთვის, რასაც სიხარულით ჩუქნის მის მოსწავლეებს. თავს არ ზოგავდა და შეუძლებელი შეძლო ამ ურთულესი სამი წლის მანძილზე. გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია შესთავაზა ბავშვებს ყველა საგანში. 

განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მოსწავლესთან უნიკალური მიდგომა აქვს და მათ ინდივიდუალობას ყოველთვის ხაზს უსვამს. პირველ რიგში ასწავლის ბავშვებს ადამიანობას, კულტურასა და პატივისცემას. უნერგავს მათ სწავლისადმი სიყვარულს და ჯანსაღ ცნობისმოყვარეობას. 

გვინდა, ვუსურვოთ მას პროფესიული წინსვლა და ყოველი სამუშაო დღე სიხარულის მომტანი ყოფილიყოს“, - ვკითხულობთ მე-3დ კლასის მოსწავლეთა მშობლების წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება