TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე ანიმატორებმა გაულამაზეს
02-06-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

სკოლის მოსწავლეები ბუნებაში იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვებს მათი დღე ანიმატორებმა გაულამაზეს. ასევე, მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები და იმხიარულეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ბავშვთა დაცვის დღე დაუვიწყარი და ემოციური იყო.

ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. 

თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული - იხილეთ რომელ გამოცდაზე რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა

ზოგად განათლებას სკოლა აღიარებს, ცნობილია იცვლება თუ არა ატესტატის აღიარების წესი

ფულად დახმარებას ოჯახები მიიღებენ... - რა შემთხვევაში განისაზღვრა 1000-დან 5000 ლარამდე თანხა

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება