სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგებმა - ლიკა ჯოჯუამ და შორენა ოჩხიკიძემ​ დაუვიწყარი გასვლითი ტური მოუწყეს
02-06-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ხელოვნების პედაგოგებმა - ლიკა ჯოჯუამ და შორენა ოჩხიკიძემ​ გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეებს დასამახსოვრებელი ექსკურსი მოუწყეს.

მოსწავლეები ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ განახლებული მუზეუმის ექსპონატებითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. ექსკურსიის მსვლელობისას მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესში. 

ემოციებით დატვირთულები ამის შემდეგ ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. საოცარი ექსკურსია მძღოლის საინტერესო საუბრით აღფრთოვანებულებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს. ეს გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში პიკნიკით დააგვირგვინეს. იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ სახლებში. 

მოსწავლეებმა ექსკურსია შემდეგი სიტყვებით დააგვირგვინეს - „ბედნიერებაა დაიბადო ქართველად, ასეთი წარსულის მქონე სამშობლოში, გენიოსი მამულიშვილების აღმზრდელ მამულში და იყო ასეთი თვალწარმტაცი  მიწა-წყალის შვილი“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება