სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „ჩემი ქალაქის ღირსშესანიშნაობები“ მიმდინარეობს
02-06-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მასწავლებელმა, ნანა შენგელიამ სასწავლო პროექტი - „ჩემი ქალაქის ღირსშესანიშნაობები“ დაგეგმა, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

„ახალმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა სწავლა-სწავლების მიდგომები. დღეს აუცილებელია გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც მათი შესაძლებლობები და საჭიროება იქნება გათვალისწინებული. დღევანდელი სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე, სადაც ისინი მაქსიმალურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და მასწავლებლის დახმარებით თანამედროვე მიდგომების საშუალებით იძენენ ცოდნას. დღეს სწავლა-სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას. მეთოდში იგულისხმება მიზნის მისაღწევი გზები, ყველაფერი ამის გათვალისწინებით მე-3 კლასის მასწავლებელმა, ნანა შენგელიამ დაგეგმა სასწავლო პროექტი - „ჩემი ქალაქის ღირსშესანიშნაობები“. პროექტში მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვნენ მათი მშობლები. დაგეგმეს აქტივობები: ეწვივნენ პურსაცხობს, საწარმო „ნიკორას“, ჰიდროგრაფიის სამსახურს, ნიკო ნიკოლაძის კოშკს, შუქურას, მოსწავლეები გაეცნენ თითოეული დაწესებულების სპეციფიკასა და მათ მნიშვნელობას ქალაქისათვის. საინტერესო და ნაყოფიერი დღე გამოვიდა, გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი პროექტით სწავლების მიმართ, პროექტი არ დასრულებულა, გრძელდება სხვა საინტერესო აქტივობებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:









კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება