სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ეკონაკვალევი“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკოსისტემის სადარაჯოზე
01-06-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, აქტიურად არიან ჩრთულები სასკოლო ცხოვრებასი და მნიშვნელოვან ყურადღებას უთობენ, გარემოსდაცვით საკითხებს.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოსკოლა - „ვარდისუბნის“  წევრებმა  სპეციალური საიტის, ეკოლოგიური კალკულატორის საშუალებით, გამოიანგარიშეს „საკუთარი ეკონაკვალევი“.

კომიტეტის წევრებმა მოსწავლეებს წარუდგინეს ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, მსოფლიო მასშტაბით რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და რას ნიშნავს „ჩემი ეკონაკვალევი“. უფრო კონკრეტულად კი, „ეკოლოგიური ნაკვალევი ერთი ადამიანის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გარემოზე ზეგავლენას ნიშნავს. ეს გზები გულისხმობს ცხოვრების წესს, ენერგოეფექტურობას, მოხმარებული ენერგიის რაოდენობასა და წყაროებს… ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მაგალითად, როცა ანთებულ ნათურას უსარგებლოდ ვტოვებთ, არა მარტო ჭარბ ელექტროენერგიას მოვიხმართ, არამედ წყლის ზედმეტ რესურსსაც ვხარჯავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ჩვენი ენერგოსისტემა იძულებული გახდება, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდეს, ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი გატყორცნოს და ბუნებაზეც უფრო მავნე ზეგავლენა მოახდინოს. მნიშვნელოვანია ყოფითი ცხოვრების წესიც. თუ, მაგალითად, კბილების გახეხვისას, ჭურჭლის რეცხვისა თუ შხაპის მიღებისას ონკანი მუდმივად მოშვებული გვაქვს, წყალს ამ შემთხვევაშიც ფუჭად ვღვრით.

შევთანხმდით... ნაკლები ენერგიაც დავხარჯოთ და გარემოსაც ნაკლები ზიანი მივაყენოთ. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეკონაკვალევის შემცირების პროგრამა, რომლის ძირითადი პუნქტებია:

  1. ნაკლებად იმოძრავე ავტომობილით.
  2. საკვების მიღებისას იფიქრე ბუნებაზე – რასაც ხვალ მიირთმევ, დღეს უნდა დათესო და მოაშენო.
  3. ნაკლებად გამოიყენე ნახევარფაბრიკატები და გაყინული პროდუქტები.
  4. შეამცირე ნარჩენების რაოდენობა.
  1. დაზოგე ელექტორენერგია:

* შეცვალე ვარვარა ნათურები შუქდიოდურით.

  1. თუ კომპიუტერით10-15 წუთი მაინც არ სარგებლობ, გამორთე მონიტორი
ჩვენმა პრაქტიკულმა აქტივობამ დაგვანახა „ჩემი ეკონაკვალევი“.  აპლიკაცია ეკოლოგიური ნაკვალევის ზომის დადგენაში დაგვეხმარა: ადამიანებმა უნდა დავინახოთ, რა მტკივნეულ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენთაგანი გარემოზე საკუთარი ცხოვრების წესით. დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია რესურსების ოპტიმალური გამოყენება. თუ ჯერ გავიაზრებთ, მერე კი მოქმედებას დავიწყებთ, იმედია, სამყარო ოდნავ უკეთესი მაინც გახდება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება