| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ ხდება. პედაგოგები შეფასების რუბრიკებს იყენებენ, რომლის მიხედვითაც მარტივია დადგენა, რა ცოდნას ფლობს მოსწავლე, რამდენად კარგად აქვს შესრულებული დავალება და ა.შ.
რუბრიკის ძირითადი ტიპებია ანალიტიკური და ჰოლისტური. რა განსხვავებაა მათ შორის? რომელი რუბრიკის გამოყენება აძლევს პედაგოგს უფრო მეტ ინფორმაციას მოსწავლეზე? რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს თითოეულ რუბრიკას? რომელი რუბრიკა დაეხმარება მასწავლებელს განმსაზღვრელი შეფასების დაწერაში? მოდით, შევადაროთ:
ანალიტიკურ რუბრიკაში შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია ცალ-ცალკე, მიღწევის დონეები აღწერილია თითოეული მათგანისათვის, ასევე ცალ-ცალკე. გარდა ამისა, თითოეული კრიტერიუმი ფასდება დამოუკიდებლად, შესაბამისი მიღწევის დონეების მიხედვით.
ჰოლისტურ რუბრიკაში შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია ერთად, მიღწევის დონეები კი მოცემულია ამ ერთობლიობისთვის, ფასდება ყველა კრიტერიუმი ერთიანად, წარმოდგენილი შეფასების დონეების მიხედვით.
ანალიტიკური რუბრიკის დადებითი მხარეები:
გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას შესასრულებელი დავალების შესახებ, რაც:
ანალიტიკური რუბრიკის უარყოფით მხარედ კი შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ:
ჰოლისტური რუბრიკის დადებითი მხარეები:
ჰოლისტური რუბრიკის უარყოფით მხარედ კი შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ:
მასწავლებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი რუბრიკის შექმნაა უმჯობესი ამა თუ იმ დავალებისთვის. ამასთან, პედაგოგმა მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმები ყოველთვის წინასწარ, დავალების შესრულებამდე უნდა გააცნოს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება