სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა
19-04-2022
-
+


„აპრილის იების სილურჯეს კიდევ ერთხელ შემოჰყვა ჩვენს ქვეყანაში დიდებული დღესასწაული - დედაენის დღე. ქართული ენა ქართველისთვის სამყაროს შემეცნებისა და თვითგამოხატვის იარაღია, ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. დედაენის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციად დამკვიდრება იმ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პატრიოტული სულისკვეთების დასტურია, მშობლიურ ენასთან რომ აკავშირებს ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნავენ თელავის N2 საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ყოველთვის შთამბეჭდავ ღონისძიებებს უძღვნიან.

წელსაც, სკოლაში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა ეს ლამაზი დღე. 

ემოციურობით გამოირჩეოდა პირველკლასელთა „ანბანთქების“ ზეიმი. მოსწავლეებმა ლამაზად გააფორმეს ქართული ანბანის ასოები, ანბანის თითოეული ასოსადმი მიძღვნილი ლექსებით, ფანდურის თანხლებით შესრულებული სიმღერებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მშობლიური ანბანის მიმართ (მასწავლებელი ლია ლაჩაშვილი).  

მესამეკლასელებმა იების გირლანდებით და ქაღალდზე მხატვრულად გაფორმებული ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსებით შეამკეს სკოლა, ისაუბრეს დედაენის დღეზე, მშობლიური ენის მნიშვნელობაზე (მასწავლებელი მარინე ხეჩიაშვილი).  

მეორე და მეოთხეკლასელები ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით გამოეხმაურნენ დედაენის დღეს (მასწავლებლები: თინათინ დაღუნდარიძე და ლეილა გოცირიძე).

საინტერესო იყო მეოთხე კლასში განხორციელებული კიდევ ერთი აქტივობა. მოსწავლეებმა თემატური წერილები დაწერეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. გულწრფელობით გამოირჩეოდა მოსწავლეთა მიერ ქართველთათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნის „დედაენისა“ და მისი ავტორის, იაკობ გოგებაშვილისთვის, მიწერილი წერილები.

მეცხრეკლასელები ლექსებით და სიმღერებით მოეფერნენ ჩვენს ეროვნულ განძს, პოეტმა „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ რომ უწოდა. დაამზადეს კედლის გაზეთიც (მასწავლებელი ლეილა გოცირიძე).  

მეექვსე კლასში განხორციელებული პროექტი მოსწავლეებში მშობლიური ენის სიყვარულის გრძნობის აღზრდასთან, მისი დაცვის საჭიროების გაცნობიერებასთან ერთად, მიზნად ისახავდა მოსწავლეთა საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა მოიძიეს და კლასის წინაშე წარადგინეს, ხოლო შემდეგ კედლის გაზეთში განათავსეს ინფორმაცია ქართული ენის შესახებ.  

X-XI კლასის მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის ისტორიას, მსოფლიოს უძველეს ენებთან მის გენეზისურ კავშირებს, ქართული ანბანის წარმოშობის ვერსიებს, ქართული დამწერლობის ყველაზე ადრეულ ნიმუშებს, ეპიგრაფიკულ წარწერებს, არქეოლოგიურ ძეგლებს, უნიკალურ ქართულ ხელნაწერებს. მათ თანატოლებს გაუზიარეს მრავალფეროვანი თვალსაჩინოებით გამდიდრებული ინფორმაცია (მასწავლებელი ნანი ჩიდრაშვილი). 

სასკოლო ღონისძიებებს ლაიტმოტივად გასდევდა ის აზრი, რომ დედაენის მიმართ პატივის მიგება არ შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი, წელიწადში ერთხელ აღსასრულებელი მოვალეობა, მშობლიური ენის შესწავლა და გაფრთხილება თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ვალდებულებაა.  

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება