სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩვენი პერფორმანსი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
19-04-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, ხელოვნების მასწავლებელმა, ია ტერელაძემ და მერვე კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩვენი პერფორმანსი“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში გაკეთდა სხვადასხვა ნამუშევრები: ნახატები ფორმატსა და ტილოზე შესრულებული სხვადასხვა დარგსა და ჟანრში; მობილი და დიორამები; აპლიკაცია და ინტერიერის დეკორაციები; კუბიზმის სტილში შესრულებული მისალოცი ბარათები, ვარდები რომლებიც შექმნილია მეორადი გამოყენების სანთლებით და კვერცხები, რომლებიც მორთული იყო რენენსანსის სტილში.

სანთლებსა და მისალოც ბარათებს სხვა დატვირთვაც ჰქონდა, ისინი შეიქმნა სასაჩუქრედ, რომელიც პედაგოგმა ია ტერელაძემ მოწვეულ ყველა სტუმარს გადასცა.

„ოქროსხელება ია მასწავლებელი“ ასეთი შეფასება დაიმსახურა გამოფენაზე, ჩვენი სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, ქალბატონმა ია ტერელაძემ.

ქალბატონმა იამ და მისმა არანაკლებ „ოქროსხელება“ მერვე კლასის მოსწავლეებმა პროექტი „ჩვენი პერფორმანსი“ შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები. დამსწრეთა შორის იყო მოწვეული სტუმრები ხონის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქალბატონი მარიკა რუხაძე და მესამე თაობის ესგ-ის დანერგვის ექსპერტი ქალბატონი მაკა გიორგბერიძე.

სკოლის დირექტორის ქალბატონი ნატა ძიძიგურის სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ია ტერელაძეს და პროექტზე მომუშავე გუნდის ყველა წევრს. ვუსურვოთ წარმატებები სამომავლოდ!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება