სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ დაიხურა
19-04-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა, რომელიც 15 აპრილს, სიყვარულის დღეს საზეიმოდ დაიხურა.

დედაენას დიდი პატივი მიაგეს, I კლასის აღსაზრდელებმა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს საპატიო სტუმრები იმყოფებოდნენ.

„ქართული მარტო ენაა?!

ქართული ქართველთ რწმენაა!

ღმერთია!

ბედისწერაა!

ზღვა როა!

იმოდენაა!”

დედაენას პატივი I კლასის მოსწავლეებმა დიდი ზარზეიმით მიაგეს.. ეს შემთხვევითობა არ არის, მათ სიყვარული ამოძრავებთ, უყვართ მშობლიური ენა, სწავლა, მეგობრები და ყველაფერი სუფთა და მათსავით უმანკო.

განსაკუთრებული და ამაღელვებელი დღე იყო იმითაც რომ, ხუნწის საჯარო სკოლას ჰყავდა საპატიო სტუმრები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი თორნიკე ჯანაშია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი პაშა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის , განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ბატონი მურმან წოწორია, კულტურის სამსახურის სპეციალისტი ქალბატონი მარინა თოფურია, სოფელ ხუნწის დეპუტატი ბატონი ჯამბულ ხუროძე.

მადლობა ყველას, სტუმრობისთვის.. მადლობა ბავშვებს საუკეთესო გამოსვლისთვის (ჯერ ხომ ისინი პატარები არიან, მაგრამ საკმაოდ თამამები) მადლობა დიდ კოლექტივს თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა მშობლებს უდიდესი თანადგომისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება