სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი მშობლიური ენის სიყვარულით სავსე გულებით დადიან ეს პატარები“-გომბორის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა
18-04-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაური დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნას და მუდმივად ახალისებს სხვადსხვა ტიპის პროექტებსა და ღონისძიებებს. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უფროსკლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების, თამარ არაბულისა და ლეილა არჩემაშვილის დახმარებით, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ ლამაზი დღის ღირსეულად შეხვედრისათვის.

„საკუთარი ხელით შექმნეს პლაკატები და კედლის გაზეთები ორთოგრაფიაზე, ნასესხებ ლექსიკაზე, დედაენაზე...

ამ სკოლაში, ქართველ ბავშვებთან ერთად, აზერბაიჯანელი ბავშვებიც სწავლობენ. მათაც ზუსტად ისევე უყვართ ქართული ენა და საქართველო, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ჩვენი მშობლიური ენის სიყვარულით სავსე გულებით დადიან ეს პატარები გომბორის საჯარო სკოლაში და ყოველდღიურად იგრძნობა, როგორი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია მათთვის დედაენა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილ ქართველ მწერალთა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები, გამონათქვამები. შემდეგ გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი: „ვინ უკეთ იცის ქართული ენის ისტორია“. კონკურსში სამი გუნდი მონაწილეობდა. პირველ გუნდს სალომე ბუჯიაშვილი ხელმძღვანელობდა, მეორეს - რუსუდან ღვინიაშვილი, მესამეს - ლიკა ნოვრუზოვა. შეკითხვებზე პასუხებს ჟიურის წევრი პედაგოგები ქულებით აფასებდნენ. დაძაბული „ბრძოლის“ შემდეგ გუნდებმა საპრიზო ადგილები გადაინაწილეს, მაგრამ...  მთავარი ის არის, რომ მოზარდებს უყვართ ქართული ენა, იციან მისი ისტორია და იცავენ ენის სიწმინდეს. ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობისთვის ყველა მოსწავლე სიგელით დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება