| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის N2 საჯარო სკოლა ზრუნავს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის პროექტებში ჩართონ, მისცენ მათ მოტივაცია და ხალისი, რათა სასწავლო პროცესი გახდეს, კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფოემაიის მიხედვით, პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი.
„ტრენინგს - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირება“ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ადგილობრივი კოორდინატორი, ეკატერინე ცეცხლაძე უძღვებოდა.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო შემდეგი საკითხები: კატასტროფა და ბუნებრივი მოვლენა - განსხვავება ტერმინებს შორის, კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები: კატასტროფის რისკი, კატასტროფის რისკის შემცირება, საფრთხე, მოწყვლადობა და კატასტროფის მართვის ფაზები“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა