სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაუვიწყარი და ამაღელვებელი“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები დედაენის კვირეულის ფარგლებში ქართველ მწერლებს შეხვდნენ
18-04-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე ყოველწლიურად, ტრადიციულად საინტერესოდ აღინიშნა.

დედაენის დღეს მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მრავალ საინტერესო აქტივობას შორის დაუვიწყარი და ამაღელვებელი იყო მწერლებთან - ლელა ცუცქირიძესთან და გივი ჩიღვინაძესთან შეხვედრა. 

„2021 წელს მწერალთა სახლის ხელშეწყობით საფრანგეთში გამოიცა მწერალ ლელა ცუცქირიძის საბავშვო წიგნი „ატუსა და მატუსა“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო საყმაწვილო ლიტერატურის პრემიის ლაურეატია ნომინაციაში „საბავშვო პროზა 6-12 წლამდე". 

ონავარი ტყუპები, ატუსა და მატუსა, გახდნენ ჩვენი სკოლის ყველა მეხუთეკლასელი მოსწავლის საყვარელი პერსონაჟები. ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება წიგნში გადმოცემული ამბების მიმართ, მრავალი კითხვა დაუსვეს ავტორს, წარმოადგინეს ტექსტის მიხედვით შექმნილი ნახატები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და საყვარელ მწერალს სთხოვეს, კვლავ გაეგრძელებინა ტყუპების თავგადასავლები.

I – IV კლასის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს მწერალ გივი ჩიღვინაძის საინტერესო ლექსები და მოთხრობები, წარმოადგინეს მწერლის ტექსტების მიხედვით საკუთარი წარმოდგენით შექმნილი ნახატები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მომავალში კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობნენ . 

ქალბატონ ლელა ცუცქირიძესა და ბატონ გივი ჩიღვინაძეს სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და ბავშვების გახარებისთვის, მწერლებმა კი თავიანთი წიგნები გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე ბავშვებს დაჰპირდნენ, რომ კვლავაც ესტუმრებოდნენ“, - აღნიშნავს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი დოდო ხაჩიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება