| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3დ კლასში, პედაგოგ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, ქართული ენის კვირეული ჩატარდა.
კვირეული 4-აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი აქტივობა.
მასწავლებელი შორენა ნოდია მოსწავლეებს ესაუბრა ქართული ენის ფენომენზე, ენის როლზე ეროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებმა ნახეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. მოიძიეს ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით დაწერეს პატარა თხზულება, რომელიც გააფორმეს ილუსტრაციებით და გააკეთეს პრეზენტაცია.
კლასში ჩატარდა - „კალიგრაფიის კონკურსი“. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით.
მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი თემაზე - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, გულში გაკლია ცეცხლი ქართული“.
და ბოლოს, შეასრულეს სიმღერები, შეისწავლეს ლექსები, ამონარიდები დედაენაზე, ანდაზები 33 ასო-ბგერაზე და კიდევ ერთხელ მოეფერნენ, მოეალერსნენ ჩვენს სანუკვარ და საამაყო ქართულ ანბანს.
მოსწავლეები უზომოდ ამაყები, აღფრთოვანებული და კმაყოფილი დარჩნენ ამ დღით.
იხილეთ ვიდეოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა