| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალგეთის N1 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არაფორმალური განათლების პროექტებშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
მარნეულის პროფესიულ კოლეჯში „მოდუსში“ დედაენის დღე აღინიშნა .საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიქტორინა გაიმართა „მოდუსისა“ და ჩაის სახლის ერთობლივი ორგანიზებით.სადაც მომაწილეობდნენ მარნეულის სხვადასხა სკოლის მოსწავლეები. ყიზილაჯლოს N1-ის, კასუმლოს, ალგეთის N1-ის, ყიზილაჯლოს ჩაის სახლის და „მოდუსის“ მოსწავლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და მონიტორზე გამოსულ კითხვებს პასუხობდნენ; ვიქტორინაში პირველ ადგილზე გავიდა ჯანდარის საჯარო სკოლა და მეორე ადგილი დაიკავა ჩაის სახლმა.
ალგეთის N1 საჯარო კოლის მოსწავლეებისთვის აღნიშნულ ვიქტორინაში მონაწილეობა სახალისო იყო და რაც მთავარია, მიიღეს დიდი გამოცდილება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა