სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
18-04-2022
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მეორე კლასის მასწავლებელმა - თეა ადეიშვილმა, თავის აღსაზრდელებთან ერთად, განსაკუთრებულად აღნიშნა დედაენის დღე

„მშობლიური ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა სამშობლოსა". ქართული ენა ოდითგანვე ხიბლავდა და ხიბლავს ადამიანებს თავისი მშვენებით, ჟღერადობით, მუსიკალურობით, შინაარსითა და არსით. თითოეული ქართველი მოვალე ვართ, დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მასზე. ამბის, ემოციის, აზრისა და საერთოდ ყველაფერი არსებულისა და არარსებულის გამოხატვა ისე არცერთ ენას არ შეუძლია, როგორც ქართულს.. ქართულ სიტყვას დიდი ძალა აქვს...ჩვენ, მასწავლებლები განსაკუთრებულად ვიაზრებთ ამის მნიშვნელობას და ვცდილობთ, ბევრ რამეზე დავაფიქროთ და ჩავაფიქროთ ბავშვები...მათ შორის იმაზე, თუ რამდენ შეცდომას ვუშვებთ წერასა და მეტყველებაში...- ამ სიტყვებით დამოძღვრა თეა მასწავლებელმა აღსაზრდელები.

ბავშვებმა კი გულში პირობა დადეს, რომ მშობლიური ენის ღირსეულ მცველებად გაიზრდებიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება