სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ - მორძგვეთის საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
18-04-2022
-
+


როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის, მზია ღვალაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კვირეული - „ო, ენავ ჩემო, დედაო  ენავ!“.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო  ნახატების გამოფენა, ჩატარდა კონკურსი - „საუკეთესო კალიგრაფი“. მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრეს ქართული ანბანის ასოები და ლამაზად გააფორმეს სცენა. 14 აპრილს კვირეული საზეიმო ღონისძიებით დამთავრდა.

„- „დედაენას დედასავით მოფერება  სჭირდება“. 

- „დედაენა არის ენა სულისა და გულისა, დედაბოძი ჭეშმარიტი განათლებისა“.

- „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, გულში გაკლია ცეცხლი ქართული“.

ისმოდა დარბაზში ჩვენი პატარების იმედიანი შეძახილები.. გაიმართა ვიქტორინა „ილაპარაკეთ, ოღონდ  ქართულად  ილაპარაკეთ“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურენოვანი ბარბარიზმები, რომლებიც  თანდათან მკვიდრდება ქართულ ენაში.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წაიკითხეს უცხო ტექსტები, ჟიურის წევრებს კი უნდა გამოევლინათ „მხატვრული კითხვის დიდოსტატი“. პირველობა ერგო მეოთხე კლასის მოსწავლეს, ნიკოლოზ მიროტაძეს, რომლის ბიძის სახელსაც ატარებს ჩვენი სკოლა. გამოვლინდა კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე დარეჯან კაპანაძე (მე-4 კლასი); ეს მოსწავლეები სკოლის დირექციამ დიპლომებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული და საუკეთესო შედეგები აჩვენეს ასევე მეოთხე კლასის მოსწავლემ, დავით კაპანაძემ, მეორე კლასის მოსწავლეებმა: ბარბარე კაპანაძემ , გურამ მიროტაძემ; მეხუთე კლასის მოსწავლემ, ილია მოდებაძემ, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ლალი გაფრინდაშვილმა.     

მოსწავლეთა კონტიგენტის უკიდურესი სიმცირის მიუხედავად მოეწყო ასეთი ლამაზი, შინაარსიანი, მრავალი აქტივობით დატვირთული კვირეული , რაც ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული, თავის პროფესიაზე და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული მზია მასწავლებლის დამსახურებაა, რის გამოც სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს მას და უსურვებს წარმატებებს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება