სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე ამაღლებული სულისკვეთებით აღინიშნა
15-04-2022
-
+


წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან. ამჯერად, სკოლაში ამაღლებული სულისკვეთებითა და სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა დედაენის დღე.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ წარმოადგინა ღონისძიება სათაურით „დაილოცოს დედაენის შემოქმედი". მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე, კიდევ ერთხელ შეახსენეს მსმენელს, რომ დედაენას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება უნდა.

„მოსწავლეებს ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: მარინე გოგიძემ და ქეთევან სირბილაძემ. ესაუბრნენ ამ დღის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, II კლასში (კლასის ხელმძღვანელი მ. ჯიქია) ჩატარდა კლასის საათი თემაზე „ენა დედაა ერისა“. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს. შექმნეს და წარმოადგინეს ნახატები მწერლის მოთხრობების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასში ჩატარდა კლასის საათი „ო, ენავ ჩემო". მე-3 კლასის დამრიგებელი კი მაია შალამბერიძეა.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება