| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მედანის თემის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და სკოლის ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვები ჩართულები იყვნენ საგაკვეთილო პროცესსა თუ სასკოლო ცხოვრებაში და მათთვის სწავლა იყოს სახალისო.
ამის მაგალითი გახლავთ ნიკოლოზ ქანთარიაც, მე-10 კლასის მოსწავლე (კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე კვარაცხელია), რომლის წარმატების შესახებაც ახლა გიამბობთ:
„განათლების სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ხელს უწყობს მომავალი თაობის აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას. სკოლის ვალია აღზარდოს განათლებული, მოტივირებული, პრინციპული და მიზანდასახული ახალგაზრდები. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქანთარია.
ნიკოლოზი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობს სხვადასხვა აქტივობებში. გამარჯვება მისი ცხოვრების თანმდევი გახდა, მაგრამ განსაკუთრებით გაგვახარა 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგით. ის საქართველოს ათ საუკეთესო მოსწავლეთა რიგებში მოხვდა. ვულოცავთ ნიკოლოზს ამ წარმატებას. გვჯერა რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და კიდევ მრავალგზის ასახელებს მშობლიურ სკოლას, ვუსურვებთ ნიკოლოზს ახალ-ახალ წარმატებას. გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულ პიროვნებად და ერის კაცად ჩამოყალიბდება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა