| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალაიტიტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ხშირად იმართება სპორტული შეჯიბრებები, პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ადამიანები სხვადასხვა მიზეზით იწყებენ ისეთი მავნე ნივთიერებების მოხმარებას როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი. მიზეზი შეიძლება იყოს, უბრალოდ ინტერესი, ან სტრესის შედეგი, ან სულაც გარკვეული წესების დარღვევის მცდელობა. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ყოველთვის არსებობს ამ მავნე ჩვევების შეწყვეტის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა. თუ კი ახალგაზრდა დროულად გააცნობიერებს ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების უარყოფით შედეგებს, ის დროულად შეძლებს შეამციროს მათი მოხმარება.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „რეინჯერები“ გუნდმა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა პრეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის თემებზე. შექმნეს ნახატები და საინტერესო ვიდეომასალა.
ასევე, მოსწავლეებს მოუწოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა შეჯიბრება, სადაც მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად ითამაშეს ფრენბურთი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა