| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალვას უდიდეს ყურადღებას აქცევენ და ამ მიზნით მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ.
სკოლაში ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ არც 14 აპრილი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - მზევინარ ჩუბინიძემ, ნონა თოდუამ, ნატო ნანავამ, რუსუდან გაგუამ და ისტორიის მასწავლებელმა, თამაზ საჯაიამ პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით ღონისძიებები ჩაატარეს.
ღონისძიებები გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და შთამბეჭდაობით. მოსწავლეებმა დედა ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დედაენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს.
ლექსები მხატვრულად წაიკითხეს მე-8 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელიამ და მე-9 კლასის მოსწავლე ანი გაგუამ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას