| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლის მე-5 კლასში, დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება. მოსწავლეებმა მოიძიეს სხვადასხვა პოეტის ლექსები, გამონათქვამები... განსაკუთრებული ყურადღება კი დაუთმეს მუხრან მაჭავარიანის პოეზიას; არც ის დაავიწყებიათ, რომ 12 აპრილს მისი იუბილე იყო.
ბავშვებმა „იავნანამ რა ჰქმნას“ მოტივებზე დადგეს სპექტაკლი, გაითამაშეს ქეთოს გატაცების მიზანსცენა, სადაც საინტერესოდ მოირგეს ლეკების როლი... ერთ-ერთმა მოსწავლემ პრეზენტაციაში წარმოადგინა ბარბარიზმები და გულისტკივილი გამოხატა მათი ენაში დამკვიდრების გამო.
გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიამაყით ისაუბრეს ქართულ ანბანსა და მისი განვითარების საფეხურებზე.
აღსანიშნავია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა