სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შედეგზეა ორიენტირებული“ - კოხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო შამილიშვილი
15-04-2022
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მესამე წელია ინერგება სკოლებში. პროექტის მასშტაბები დროსთან ერთად იზრდება. ეტაპობრივად, ნელ-ნელა დაინერგება როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე  და საბოლოოდ ყველა სკოლას მოიცავს. მესამე თაობის ესგ იმით არის საინტერესო რომ მასში გათვალისწინებულია ცნებებით სწავლება, მოსწავლეები და მასწავლებლები მუშაობენ თემებზე, მსხვილ თემატურ ბლოკზე, ერთ ცნებას ამუშავებენ სხვადასხვა თემის ფარგლებში და ეს ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის ცოდნა გახდეს უფრო მოქნილი და მოსწავლეს ეხმარება ერთ საგანში მიღებული ცოდნა სხვა საგანშიც გამოიყენოს.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტში არის ჩაერთული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლა, რომლის ხელმძღვანელი ნინო შამილიშვილი etaloni.ge - სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალ მიდგომას პედაგოგების დიდმა ნაწილმა ალღო მარტივად აუღო. 

„მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შედეგზეა ორიენტირებული. იმდენად სწრაფად ვითარდება და პროგრესირდება ყველაფერი რომ ცვლილებებისა და ახალი მიდგომების შემოღება აუცილებელია. ადრე თუ ცვლილებებს საუკუნეები სჭირდებოდა, ახლა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომაც ახლი მეთოდები შემოღება გარდაუვალია.

პედაგოგების ნაწილმა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას ალღო მარტივად აუღო, ნაწილს როგორც ხდება ხოლმე, უფრო მეტი დრო სჭირდება ყველა სიახლის მისაღებად და გასათავისებლად, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნებისმიერი სიახლე მოსწავლეებზე დადებითად იყოს ასახული“, -  აღნიშნავს კოხის საჯარო სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება