სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვფიქრობ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეთა მოთხოვნებს უპასუხებს“- ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე
15-04-2022
-
+


საქართველოს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება. 
 
სწორედ ამ საკითხის შესახებ საუბრობს აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე. 
 
მისი თქმით, ახალი ესგ მოსწავლეების სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ძალიან კარგია. ამბობს, რომ მისი სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს უდიდესი ინტერესითა და მონდომებით ასრულებენ. მოსწონს ისიც, რომ მოსწავლეებს საგნების არჩევის შესაძლებლობა აქვთ და უნარებს მრავალმხრივ ივითარებენ.
 
„ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში თემატური ბლოკები რომ შედის, ძალიან კარგია. ბავშვები ამით აცნობიერებენ მათ გარშემო გარემო, ყოველდღიურობა როგორია. ასევე, თავიანთ ჰობსა და ინტერესებზე ფიქრობენ და თავიანთი მომავლის დაგეგმვა შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩემი აზრით, კომპლექსური დავალებები ძალიან კარგია. ბავშვებიც დაინტერესებული არიან, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა არ მყავს მე ბევრი. კლასში, როდესაც რამდენიმე ბავშვია, მათ თანამშრომლობითი უნარები უფრო უვითარდებათ, ერთმანეთს რესურსების მოძიებაში ეხმარებიან. ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იჩენს თავს, რადგან ჩვენ სოფლის სკოლა ვართ, ინტერნეტის პრობლემა გვაქვს. იმედია, ეს გამოსწორდება და მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალებების მიცემა უფრო სახალისო გახდება. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში არჩევითი საგნების მრავალფეროვნებაც მომწონს - მაგალითად, გარმოს დაცვა და მდგრადი განვითარებაა საგანი. ამაზე მოსწავლეები ინფორმაციას თვითონ იძებენ და ეს მრავალფეროვნება ძალიან კარგია. ჩემი აზრით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეების მოთხოვნებს უპასუხებს და უნარების განვითარებაში დაეხმარება. ასე თითოეული მოსწავლე შეძლებს გაიაზროს რა შეუძლია, გაიგებს როგორ გამოიყენოს დრო და დაგეგმოს აქტივობები. მთავარია, თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს, რომ ინდივიდუალური თვისებები წარმოაჩინოს და დაინახოს რისი უნარი აქვს“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება