სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
15-04-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ჩატარდა, რომლებიც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

„14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ და მათ შორის ჩვენი სკოლა ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. „ყოველი ქართული სიტყვა ისე ლამაზია, ბულბულის ყელით ნამღერსა ჰგავსო“ -უთქვამს იაკობს. დედაენა კი ის წიგნია, სადაც ბულბული გალობს, დედა კი ლოცვას აღავლენს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო უგულავამ და მისმა მეორე და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ მოეფერნენ ჩვენს მშობლიურ ენას და დღევანდელი საგაკვეთილო თემა „განა სიტყვები? ...ნატვრის თვლებია“ (მეორე კლასი) და „ქართული მარტო ენაა?“ (მეოთხე კლასი) დედაენის დღეს მიუძღვნეს. დედაენის დღე აღნიშნეს მესამე კლასის მოსწავლეებმაც და დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მანანა ღოღობერიძემ. მათ ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე. „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ გილოცავთ დედაენის დღეს!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია - გამოცდები 2026

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება