სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი მიდგომები საჭირო და აუცილებელია, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა განვითრებას“ - ახალთერჯოლის სკოლის დირექტორი ნინო თოდიძე
15-04-2022
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მესამე წელია ინერგება სკოლებში. პროექტის მასშტაბები დროსთან ერთად იზრდება. ეტაპობრივად, ნელ-ნელა დაინერგება როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე  და საბოლოოდ ყველა სკოლას მოიცავს. მესამე თაობის ესგ იმით არის საინტერესო რომ მასში გათვალისწინებულია ცნებებით სწავლება, მოსწავლეები და მასწავლებლები მუშაობენ თემებზე, მსხვილ თემატურ ბლოკზე, ერთ ცნებას ამუშავებენ სხვადასხვა თემის ფარგლებში და ეს ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის ცოდნა გახდეს უფრო მოქნილი და მოსწავლეს ეხმარება ერთ საგანში მიღებული ცოდნა სხვა საგანშიც გამოიყენოს.  მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტში ახლახანს ჩაერთო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაც. 

როგორც სკოლის დირექტორი ნინო თოდიძე გვიამბობს, პროექტი მრავალწლიანია და მისი მიზანი, რეალური შედეგების მიღწევაა.

„მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვამდე ჩაგვიტარდა ტრენინგი, სადაც დეტალურად აგვიხსნეს და გაგვატარეს ყველა ის საკითხი და მიდგომა, რომელიც მესამე თაობის ესგ-ში არის გათვალისწინებული. ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ინფორმირებულია და ჩართულია მასში. ვნახოთ, როგორ შედეგს მოგვცემს ეს ყველაფერი, პროექტის მთავარი მიზანი, არის დაგვანახოს რა დონეზე ვართ რა გვიჭირს და რა გამოგვიდის. რამდენად გაამართლებს და რამდენად წარმატებული იქნება ეს მიდგომა ამას მომავალში დავინახავთ. ყველამ იცის, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთარებით გაგვიჭირდა, განსაკუთრებით პროექტების განხორციელების კუთხით, ამიტომაც ახალი მიდგომები საჭირო და აუცილებელია, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა განვითრებას“, - აღნიშნავს  ახალთერჯოლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო თოდიძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება