სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ - დიდი თონეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15-04-2022
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს. 

„სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედლის გაზეთი. ახალგაზრდა მწერალმა, დათია ბადალაშვილმა, მიულოცა მოსწავლეებს დედაენის დღე, ესაუბრა და განუმარტა მათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედაენას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და მოუწოდა მათ, ყოველთვის დაიცვან მშობლიური ენა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სცენარი, მათ ლამაზი სიტყვები, ლექსები და ხალხურ საკრავებზე შესრულებული სიმღერები მიუძღვნეს ჩვენს სათაყვანებელ დედა-ენას. მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს შეგონება: „ რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას". ისინი ჩაუღრმავდნენ და მიხვდნენ, რომ ქართველმა ხალხმა მშობლიური ენის სიყვარული ყველაზე საყვარელ არსებასთან, დედასთან, გააიგივა და დედა-ენა დაარქვა. სწორედ, ამ შემართებით დაიწერა ეს სტრიქონებიც: „ქართული ქართველთ  რწმენაა, ზღვა როა, იმოდენაა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება