სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარჩიძეების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
15-04-2022
-
+


​თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოცხადდა, რომლის მიზანიც ქართული ენის სიწმინდის დაცვაა.

კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება: კედლის გაზეთის, თვალსაჩინოებების, ხელნაწერების გამოფენა, კალიგრაფიის კონკურსი - „ნორჩი კალიგრაფი“, მხატვრული კითხვის კონკურსი - „მხატვრული კითხვის ოსტატი“ და ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის ქართული ენა და ლიტერატურა“ დაიგეგმა. 14 აპრილს კი დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს ჩანახატები, ლექსები, პრეზენტაციები ქართული დამწერლობის წარმოშობასა და წერილობით ძეგლებზე; ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე, მოგვიწოდეს ვუთხრათ „არა ბარბარიზმებს“ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ქართულ ენას.

კვირეულის ფარგლებში საბაზო საფეხურზე ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე დედაენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა.

„სოლომონ ბრძენი იტყოდა: „ვინც თავის ენას კარგად მოუვლის, ის ჭირს არ გადაეყრება“, ასე, რომ ქართველებს ყველაზე მეტად გვმართებს ღვთაებრივი საუნჯის „ენის, მამულისა და სარწმუნოების“ დაცვა. გილოცავთ დედა ენის დღეს, 14 აპრილს კიდევ ერთხელ „ბოროტსა სძლია კეთილმან“. 14 აპრილს კიდევ ერთხელ ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგა ქართული ენა

ივერიელთა მადლიანი ენა ღვთიური

უზენაესი საუნჯეა ამქვეყნიური,

იგი ფსალმუნთა კრებულია ნაქსოვი ლექსად,

სერაფიმებიც ამ ენაზე გალობენ ზეცად.

ოდეს ბაბილონს მოისურვეს ენახათ ზენა,

ღმერთმა დასაჯა უგნურნი, აღრია ენა,

უმადურთ შორის არ ყოფილა მხოლოდ ივერი,

სამაგიეროდ დაგვრჩა ენა, უფლისმიერი.

დღეს ბევრნი ძვირად ახსენებენ უძველეს ქართულს,

კურთხეულ ენას უაღრესად ტკბილსა და ზღაპრულს,

ღვთის საგალობელს აყრუებენ უცხო ფრაზებით

და ერის დედას გვიმოსავენ შავი ძაძებით.

ქართველნო! უფალს მიაპყარით გონი და თვალი,

უმადურებით არ დატოვით იუდას კვალი,

ნუ ჰყვედრით გამჩენს, იამაყეთ მშობლიურ ენით,

სამსჯავროზეც კი ამ ენაზე განკითხვა გელით.

ივერიელთა მადლიანი ენა ღვთიური,

უზენაესი საუნჯეა ამქვეყნიური.

მარად ქალწულის წილხვედრია, რჩეული ქვეყნად,

ქერუბიმებიც ამ ენაზე გალობენ ზეცად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს, მოგიწოდებთ დაიცვათ და გაუფრთხილდეთ ამ ღვთაებრივ საუნჯეს!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება