სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
15-04-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი: სიმღერები, ცეკვები, სკეტჩები, ლექსები და გამონათქვამები.

„წარმოდგენილმა ღონისძიებამ ძალიან სასიამოვნო იყო და მაყურებელზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება