სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მულახის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
15-04-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქართული ენის ისტორია, დედაენის გმირები, ლექსებითა და სიმღერებით პატივი მიაგეს მშობლიურ ქართულ ენას. გაიმართა ქართული ენის კვირეულის ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეების სერტიფიკატებით დაჯილდოება. ღონისძიება საზეიმოდ, ტორტის გაჭრითა და ფოიერვერკით დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები სკოლის დირექტორმა ნელი გუჯეჯიანმა სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრა.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება