ჩამდურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
14-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალირეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში ქართული ენის დღე იზეიმეს, რომლის ფარგლებში მე-3 კლასის მსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს.
ასევე, ქართული ენის გაკვეთილზე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა და მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელებიც გადაეცათ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.