სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძალადობის პრევენცია“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს
14-04-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

სასკოლო საზოგადოება მუშაობს პროექტზე - „ძალადობის პრევენცია სკოლაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა სვანაძე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პედაგოგებმა: რუსუდან კუჭუხიძემ, ირინე კოპალიანმა და მარეხი ნიქაბაძემ განახორციელეს პროექტი.

„პროექტზე მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები: მიხეილ გვამბერაძე, ლანა კუჭუხიძე, ანი და გიორგი თევდორაძეები, რეზო ბაბუნაშვილი, ანა, მარიამ, ნარგიზა, ანა და ლანა ფხაკაძეები. შეხვედრაზე განხილული გახლდათ ნოდარ დუმბაძის ყველასათვის საყვარელი მოთხრობა „ჰელადოსი" და რევაზ ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელი".

დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. გამოიკვეთა როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზები, ასევე ისიც, თუ რა უნდა გაკეთდეს ბულინგის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. მიხეილ გვამბერაძემ საინტერესო ილუსტრაციაც შემოგვთავაზა და კიდევ ერთხელ ყველამ გავიაზრეთ, რომ ძალადობას მხოლოდ თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით შეგვიძლია ვებრძოლოთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება