| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული. კვირეულის მეორე დღის ერთ-ერთი აქტივობა გახლდათ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა თემაზე: „ენა დედაა ერისა“, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდა XI „ა“ და XI „ბ“ კლასის გუნდები: „სასიტყვეთი“ და „თერგდალეულები“ (პედაგოგი: ფ. ფანჩულიძე; დამრიგებლები: ქ. ჯიქია და ნ.ჯოხაძე).
გუნდებმა შექმნეს საინტერესო საინფორმაციო ბუკლეტები ქართული ენის, 14 აპრილის, ქართული დამწერლობისა და ქართული ანბანის შესახებ. ვიქტორინა მოიცავდა რამდენიმე აქტივობას. გუნდებმა დიდი პასუხისმგებლობით ითამაშეს და ყველა აქტივობაში უმაღლესი ქულა დაიმსახურეს. რაც მთავარია - გაიმარჯვა მეგობრობამ.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა XI „ა“ კლასის მოსწავლის - ლიკა კიკატუნიძის თემამ „ენა დედაა ერისა“. ვიქტორინას ესწრებოდა გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორი მურთაზ კანკაძე და პუბლიცისტი თემურ ჯაველიძე, პედაგოგები და X კლასის მოსწავლეები.
„აღფრთოვანებული დარჩა დამსწრე საზოგადოება ქართულით გულანთებული ახალგაზრდებით, რაც მთავარია მათ გაითავისეს, რომ ქართული მარტო ენა არ არის, რომ ის ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა, იმოდენაა!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა