სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია ძალიან მიმზიდველია“-გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი
14-04-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს ჰაიასტან მოვსესიანს ​დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- მე, როგორც სკოლის დირექტორი ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესიის არჩევა ძალიან მიმზიდველია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებს და ახალ მეთოდებს უფრო მეტად ეუფლებიან.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი არის, განსაკუთრებით კი ხელოვნების და მუსიკის დარგში.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- მე საერთოდ, მასწავლებლების გამოცდების მომხრე არ ვარ და იცით რატომ? რადგან, განსხვავება უხერხულია, ორივე შედის კლასში, მაგრამ ერთის ხელფასი სხვა არის, მეორის - სხვა. ვისაც უფროსის ან წამყვანის სტატუსი აქვს, ისინი რა, მეტს აძლევენ მოსწავლეებს? აი. ეს არის მთავარი კითხვა.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- საგანგებო სიტუაციაში დისტანციური სწავლების მეთოდი ნორმალურია, მაგრამ ხარისხი საერთოდ არ აქვს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიის წინ არ ვიცოდით რა არის დისტანციური სწავლება; პანდემიამ გვასწავლა, რომ საგანგებო სიტუაციაშიც შეიძლება მუშაობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება