| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში დედაენის ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა (მასწავლებლები - ჯეირან წულუკიძე, მერი ლაზიშვილი, ინგა მსხალაძე) ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და პიესები წარმოადგინეს.
ღონისძიებაში აგრეთვე ჩართული იყო სკოლის დეკლამატორთა წრე. პატარების შემოქმედებამ დამსწრეთა შორის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები
„როდესაც ვხედავთ ჩვენი გაზრდილი თაობების წარმატებას, ეს ყველაზე დიდი ჯილდო და სიამაყეა“...
„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი