სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„კომპლექსური დავალება მხოლოდ წიგნიდან ამოკრეფილ ინფორმაციას არ გულისხმობს“- დირექტორები მესამე თაობის ესგ-ზე
13-04-2022
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. მისი მიზანია სასწავლო გეგმა სრულად იყოს ორიენტირებული მოსწავლის პიროვნულ, სასწავლო გარემოს და სხვადასხვა უნარების განვითარებაზე.

Etaloni.ge დაინტერესდა რა შეიცვალა სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, როგორ აისახა მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე და არის თუ არა, ახალი მიმართულებით მუშაობა კომფორტული; ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად კი სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

მადონა ივანიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეებისთვის, პედაგოგების და ზოგადად, ყველასთვის მისასალმებელია, რადგან არაერთი სიახლე დაინერგა. ის კომპლექსური დავალებები, რაც სასკოლო გეგმის ფარგლებში ინერგება მოსწავლეებში უფრო მეტ მოტივაციას აღძრავს. ბავშვები ინტერესით ეკიდებიან სწავლას. თუ რაიმე სახის ჩავარდნა აქვთ, ცდილობენ დაძლიონ, ვინაიდან კომპლექსურ დავალებას თავს სხვანაირად ვერ გაართმევენ. რაც შეეხება კომფორტს, ამას ზოგადად სასკოლო ინფრასტრუქტურა განაპირობებს. არიან სკოლები, რომლებიც ამ კუთხით საკმაოდ მოწესრიგებულია, თუმცა ჩვენ კომპიუტერული ტექნიკის და ინტერნეტის დეფიციტს განვიცდით... სოფელში ჭირს ეს საკითხი, თუნდაც ბავშვი სახლში დაჯდეს და მოიძიოს ინფორმაცია. ეს კომპლექსური დავალება მხოლოდ წიგნიდან ამოკრეფილ ინფორმაციას არ გულისხმობს. მათ საკითხები უნდა მოიძიონ ინტერნეტის გამოყენებითაც, რაც ჩვენთან ფაქტიურად ფუფუნების საგანია. მოტივაციას რაც შეეხება კი, ბავშვს გააჩნია, მაგრამ ამოძრავების თვალსაზრისით დადებითი ძვრებია. თითოეულ მოსწავლეს ვალდებულება აქვს დღეს თუ არა იმ კვირაში მაინც ჩააბაროს დავალება, იძულებულია რაღაც მაინც გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ბავშვები აფუსფუსდნენ. ჩვენს სკოლაში რომ შემოიხედოთ ყველას თვალსაჩინოებები და პლაკატები უჭირავთ ხელში. მასწავლებლებზეც დადებითად აისახა. მართალია კომპლექსური დავალებების ბანკი არსებობს ჩვენ სკოლაში, მაგრამ თავად პედაგოგებმაც შექმნეს კომპლექსური დავალებები, რითიც ხელმძღვანელობენ. ანუ, მხოლოდ მზა პროდუქციას არ ვიყენებთ.

მანანა ხატიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობის პედაგოგი და დირექტორი ვარ, ვხედავ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით ბავშვები უფრო აქტიურები გახდნენ და სასწავლო პროცესში მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ. შეიცვალა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთ დამოკიდებულება - უფრო უშუალო გახდა. ვაფასებ, რომ ბავშვებს არსებულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს სთხოვენ, თუ რას ფიქრობს, რამდენად სწორად და გამართულად გადმოსცემს მოსაზრებას, როგორ დაძლია - ესმის საკითხი. ძველ თაობას შეურაცხყოფას ნამდვილად არ ვაყენებ, თუმცა დღევანდელი მოსწავლეები ბევრად სხარტი გონების არიან, რადგან ტექნიკასთან, ინტერნეტთან უფრო მეტი წვდომა აქვთ და პრაქტიკული თუ თეორიული კუთხით ცოდნას იძენენ. მათთვის სწავლის ხარისხი ვფიქრობ, გაუმჯობესდა, რაც შეეხება კომფორტს ჩვენი გადასახედიდან დიდ ცვლილებას ვერ ვხედავ.

ბუხუტი ღონღაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ბევრი არაფერი სიახლე არ მოუტანია, პირიქით, გაუარესებისკენაც კი წავიდა. არც ბავშვებში გაზრდილა სწავლისადმი მოტივაცია. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისთვის სკოლები მომზადებული არ აღმოჩნდა, არც ტექნოლოგიური ბაზა იყო და ვფიქრობ, ისე კარგად არ იმუშავა, როგორც ეს საჭირო იყო. კომფორტს რაც შეეხება კი, პედაგოგებისთვის ცოტა შრომატევადი საქმეა და ბევრ დროს მოითხოვს. ამას დამატებული ისიც, რომ მოსწავლეებს იმდენი მოტივაცია არ აქვთ, რომ მასწავლებელმა რაღაც ახალი დანერგოს ან შეასწავლოს.

კონსტანტინე ცხოვრებაძე, ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით გარკვეული ცვლილებები დაინერგა. თავისთავად, სიახლეები სასარგებლოა, როდესაც მოსწავლისთვის სწავლის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენს სკოლაშიც ვგეგმავთ გარკვეული სიახლეების დანერგვას, ტესტები გვინდა შევიტანოთ და ვფიქრობ, ბავშვების სწავლაზე დადებითად აისახება. რაც შეეხება კომფორტს, დიდი ცვლილებები ამ კუთხით არ არის, ჩვეულებრივ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

თამარ გელაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით ჯერ ისეთი განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს კომპლექსური დავალებების კეთების პროცესში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მასწავლებლების აქტიურ ჩართულობას. აქვე დავამატებ, რომ პანდემიამ ცვლილებების განხორციელება საკმაოდ შეაფერხა და ჩვენ, საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. თუმცა, უნდა ითქვას რომ მშობლები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში და ბავშვებს ეხმარებოდნენ ონლაინ გაკვეთილებზე შეუფერხებლად ჩართულიყვნენ. რაც შეეხება კომფორტს... მაგალითად, ჩვენი სკოლისთვის კომფორტული იმ შემთხვევაში იქნება, თუ გამართული კომპიუტერული კაბინეტი გვექნებოდა; ძველი კომპიუტერები გვაქვს და შესაბამისად, მუშაობა ძალიან რთულია. ჩვენთვის ერთადერთი ეს საკითხია პრობლემური.  

მაგამედ მაგამედალიევი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჯერ-ჯერობით განსაკუთრებული ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა ბავშვების სწავლის ხარისხის კუთხით გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება. ბევრად აქტიურები გახდნენ და სასწავლო პროცესში მეტი ენთუზიაზმით ერთვებიან. კომფორტულ მუშაობას რაც შეეხება, დიდი ცვლილებები ჯერ არ იგრძნობა.

ხორენ ოგანესიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა ცვლილება, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, პირველი ეტაპი ყოველთვის მისაღები არ არის, მაგრამ თანდათანობით ვხვდებით, რომ ყველაფერი სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ხდება. ეს ორი წელი პანდემიიდან გამომდინარე ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდი პერიოდი იყო და თავისთავად, მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე აისახა. ახლა უკვე ნელ-ნელა ვიწყებთ სამუშაო პროცესს და ცვლილებებიც ეტაპობრივად გამოჩნდება. აქამდე მოგეხსენებათ, ყველაფერი შეჩერებული იყო. ვფიქრობ, 3-4 თვეში გამოჩნდება კონკრეტული დეტალები და გავიგებთ რა შეიცვალა და როგორი მუშაობის სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ სკოლებში. მთელს საქართველოში არა, მაგრამ უმეტესობაში კომფორტული სამუშაო გარემოა შექმნილი ინფრასტრუქტურული თუ შიდასასკოლო კუთხით.

აქბარ ველიევი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ბავშვები და მათ შორის, მშობლებიც სასწავლო პროცესში ბევრად აქტიურად ჩაერთნენ; ასევე, ბავშვები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის წყალობით მეტად დამოუკიდებლები გახდნენ და კრიტიკული აზროვნებაც უფრო ისწავლეს. ამ მხრივ, დადებითი პროცესები მიმდინარეობს.

რიფსიმე არუთუნიან, ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები და პედაგოგები ურთიერთთანამშრომლობით საკმაოდ კარგ შედეგებზე გადიან. ახალი მეთოდებით სწავლა ბევრად კომფორტული გახდა და სასწავლო პროცესზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმას მივესალმები და ვფიქრობ, ყველა ცვლილება მხოლოდ მოსწავლეზე, სასწავლო გარემოზე მაქსიმალურად ორიენტირებულია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება