სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნარდევანის საჯარო სკოლის თანამშრომლები პირნათლად ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას
13-04-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, ნარდევანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიამ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, ნარდევანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგების პროფესიონალიზმმა სასურველი შედეგი გამოიღო - არ მოხდა წყვეტა სკოლასა და მოსწავლეებს შორის, მასწავლებლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ბავშვებს საფუძვლიანი განათლება მიეღოთ.

ახლაც, ნარდევანის საჯარო სკოლის პერსონალი პირნათლად ასრულებს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, რისი ნათელი დადასტურებაც გახლავთ მოსწავლეების წარმატებები აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ნარდევანის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, ბავშვებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ ოჯახში და ეს დამოკიდებულება ჩანს სასწავლო წლის დასაწყისიდანვე - 15 სექტემბერს სკოლის კარი ფართოდ იღება ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებული სიხარულით კი პირველკლასელებს ეგებებიან.

2022-2023 სასწავლო წელს დაახლოებით 20 პირველკლასელს ელიან და როგორც Etaloni.ge-სთან ნარდევანის საჯარო სკოლის დირექტორი აგასი ნურბეკიანი აცხადებს, ადგილობრივი პედაგოგები დიდი სიყვარულით შეუძღვებიან მათ ცოდნის ტაძარში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება