სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლე დაათვალიერეს
13-04-2022
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლე მოინახულეს. 

მოსწავლეები სასახლეში, დამრიგებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით დაინტერესების  მიზნით იმყოფებოდნენ.

ისინი მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ, საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს და „უკვდავთა ბაღშიც“ გაისეირნეს. მათ, ასევე მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „აღდგომის დღესასწაული“, რის ფარგლებშიც, მოსწავლებმა საკუთარი ხელით სააღდგომო კრავი დაამზადეს. 

მესამეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ცოდნაც გაიღრმავეს.

„მოსწავლეებმა  დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას და იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს საგამოფენო „სვეტოვანი“, „ლურჯი იადონების“, „ოქროს“ და „თეატრის“ დარბაზები, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. გაისეირნეს „უკვდავთა ბაღშიც“.
ხელოვნების სასახლე ძველ ტრადიციებს დაუბრუნდა  და ჩვენს პატარებს აღდგომის ამ ბრწყინვალე სიმბოლოს ისტორიასა და თავგადასავალის შესახებ  უამბო. კრავი აღდგომის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი სიმბოლოა. სააღდგომო კრავს ხატავდა ფიროსმანი. ძველ საქართველოში სჯეროდათ, რომ ოჯახს ის კეთილდღეობასა და ღვთის მფარველობას მოუტანდა. ამ პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა საკუთარი ხელით ულამაზესი სააღდგომო კრავი დაამზადეს.
ეს იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი და საინტერესო დღე ჩვენი პატარების  ცხოვრებაში, მეორე დღეს კი შთაბეჭდილებები და  ემოციები გაიზიარეს ერთმანეთს და პრეზენტაციაც მოაწყვეს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება