| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ტრადიციულად საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშველოვანესი თარიღი - 9 აპრილი და დედა ენის დღე აღნიშნეს.
აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთები დაამზადეს, შემდეგ კი სკოლის დერეფანში გამოფინეს. მოსწავლეებმა ასეთი სახით, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს.
„აპრილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვეა საქართველოსთვის, რადგან იგი თავისუფლებასთან და მის მოსაპოვებლად დაღვრილ სისხლთან ასოცირდება. ჩვენი მოსწავლეები ყოველ წელს მიაგებენ პატივს 9 და 14 აპრილს. ასე მოხდა წელსაც. კლასებმა ჯერ გაკვეთილებზე წარადგინეს თავიანთი გაკეთებული ამ გამორჩეული თარიღებისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთები, მერე კი სკოლის დერეფანში გამოფინეს, ნიშნად იმისა, რომ არავინ და არაფერი დავიწყებული არაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა