სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით დაასრულეს
08-04-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებში ყოველთვის აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები ორი წლის მანძილზე ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში - „საგანმანათლებლო ჰაბები: განვითარებული უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის​“ იყვნენ ჩართულები. აღნიშნული მეტად საინტერესო პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ინგლისური ენის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ერთად, მოლაპარაკების, დიალოგისა და დებატების უნარ-ჩვევები დახვეწეს.

ბავშვები პროექტში არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იყვნენ ჩართულები და ერთობლივი ძალისხმევით ზუმის პლატფორმის დახმარებით მასწავლებლებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც თემში არსებულ პრობლემებს, გენდერულ და გარემოსდაცვითი საკითხების ამაღლებას ემსახურებოდა. 

პროექტის დასრულებისას ბრიტანეთის საბჭომ მოსწავლეები სერტიფიკატებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ განთიადის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათი ბურკიაშვილია, რომელსაც მოსწავლეების განათლებაში უდიდესი წვლილი აქვს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება