სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორწლიანი პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმავეს
08-04-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ორი წლის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში - „საგანმანათლებლო ჰაბები: განვითარებული უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის“ იყო ჩართული.

არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აღნიშნულ პროექტში განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს, როგორც ზოგადი ინგლისურის, ასევე მოლაპარაკების, დიალოგის და დებატების უნარ-ჩვევები. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ორივე სკოლის მოსწავლეებმა დისტანციურად, ზუმის პლატფორმაზე, მასწავლებელთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი სათემო პროექტი, რომლებიც ეხებოდა თემში არსებული პრობლემების, კერძოდ, გენდერულ და გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის დასასრულს ბრიტანეთის საბჭომ მოსწავლეები დააჯილდოვა სერტიფიკატებთ და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრით; რის გამოც სიამაყით და სიხარულით აავსო მათი გულები, ხოლო სხვა მოსწავლეებს, მომავალში, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი აღუძრა.

„არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მშობლები დიდ მადლობას უხდიან ბრიტანეთის საბჭოს და განთიადის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, თინათინ ბურთიკაშვილს ამ შესანიშნავი პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისთვის; გამოთქვამენ სურვილს, რომ მსგავსი სახის პროექტები კვლავაც გაგრძელდეს, რათა უფრო მეტმა მოსწავლემ შესძლოს ინგლისური ენის შესწავლა სახალისო და საინტერესო აქტივობებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება