სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი საოცნებო ოთახი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა 
08-04-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVგ კლასის მოსწავლეებმა სივრცით ფიგურებზე მიღებული ცოდნა წარმატებით გაამთლიანეს და საკუთარი პროდუქტის - „ჩემი საოცნებო ოთახის“, შესაქმნელად წარმატებით გამოიყენეს. 

მოსწავლეების პედაგოგი მანანა წულაია გახლავთ. საპრეზენტაციო მასალა წარმოდგენილი იყო, როგორც ელექტრონულად სხვადასხვა პროგრამებში (მაინკრაფტი, ისწავლე თამაშით) შესრულებული, ასევე პოსტერების და ნახატის სახით.

„გაკვეთილს კოლეგიალური თანამშრომლობით ესწრებოდა დაწყებითი კლასების კათედრის გამგე ქალბატონი მარინა ქარქაშაძე, რომელმაც აღნიშნა მოსწავლეთა განსაკუთრებული მონდომება, აქტიურობა, ცოდნის მაღალი დონე და მადლობა გადაუხადა მასწავლებელს კოლეგიალური თანამშრომლობისთვის. საოცნებო ოთახის გარდა, რამდენიმე მოსწავლემ საოცნებო სკოლის შენობა ააგო და მოაწყო კიდეც.

მოსწავლეებმა საინტერესო  მომავლის გეგმებიც კი დასახეს: ზოგიერთს მიაჩნია, თუკი არქიტექტორი გამოვა, სივრცითი ფიგურების დახმარებით შეძლებს არაორდინალური შენობების აგებას, რაც მომავლის გამოწვევაა; ზოგიერთის აზრით, სივრცითი ფიგურები ფართის მთლიან ათვისებას შეუწყობს ხელს და თავიანთი სახლის დიზაინს თვითონ შექმნიან; ზოგიერთი თვლის, რომ ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს მათ,  გახდნენ წარმატებული „იუთუბელები“ და ფინანსური შემოსავალი ჰქონდეთ.

ასეთი საინტერესო და მრავალმხრივია მოსწავლეების შეხედულებები სასწავლო საკითხის გამოყენებით და მართლაც სასიამოვნოა, რომ დაიწყეს ფიქრი და ცდილობენ ნასწავლის გამოყენებას,რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მათ მოტივაციას მათემატიკის სწავლებისას. ყოველთვის ვაქებ და ახლაც როგორ არ შევაქო ეს გონიერი ბავშვები, რომელთა რიტმიც აჩქარებულია უკვე და ვისურვებდი, გაუსწრონ დროს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება