სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N208 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
08-04-2022
-
+


თბილისის N208 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლაში თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მედიცინის მუშაკი და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ლომსაძე მიიწვიეს. სტუმარმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება, სპორტი და გარემო ჯანმრთელობისთვის.

მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად ჩაერთვნენ. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.

„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპორტის მასწავლებლის დახმარებით მომზადდა პრეზენტაციები, გამოშვებულ იქნა კედლის გაზეთები; ჩემს საყვარელ მოსწავლეებს, ყველას ვუსურვებ ჯანმრთელ სასწავლო გარემოში წარმატებებით სწავლებას. დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს, მაია მუშკუდიანს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება