სიახლეები
სკოლები

„სკოლა აღარ არის ჩაკეტილი დამწყები პედაგოგებისთვის“ - აფენის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯიღაური
08-04-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლის დირექტორს მარინე ჯიღაურს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- ახალგაზრდებისთვის მე ვფიქრობ ნაკლებად მიმზიდველია მასწავლებლის პროფესია, თუმცა ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება შეიცვალა უკეთესობისკენ. ამას რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი ის არის რომ სკოლა აღარ არის ჩაკეტილი დამწყები პედაგოგებისთვის, თუმცა მაძიებლად დასარეგისტრირებლად მთელი რიგი ეტაპებია გასავლელი. ასევე, მასწავლებლის ხელფასი მზარდია, თუმცა დღევანდელი ფულის ინფლაციის ფონზე სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- გარკვეულ საგნებზე კი არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ზოგზე პირიქით.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- მასწავლებლების კომპეტენციის შეფასება გამოცდით აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი. მე ვფიქრობ, მასწავლებელმა საგანი, რომელსაც ასწავლის, ძალიან მაღალ დონეზე უნდა იცოდეს, გარდა ამის ის კიდევ უამრავ უნარს უნდა ფლობდეს და იყენებდეს კლასში მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს. მაგრამ მე მგონი რაზეც უპირობოდ ვთანხმდებით, საგნის კარგად კი არა, ზედმიწევნით კარგად ცოდნაა საჭირო, რასაც მხოლოდ ობიექტური გამოცდა ამოწმებს .

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციურ სწავლებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები, დადებითზე არ შევჩერდები; დადებით შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაღწევთ, თუ სისტემა გამართულია და მოსწავლეს აქვს დიდი შინაგანი მოტივაცია, უარყოფითი ისაა რომ მოსწავლეთა მინიმუმ 60 პროცენტს ან არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, აქაც სხვადასხვა მიზეზებია; ობიექტური და სუბიექტური, ან სურვილი არ აქვს დაესწროს ონლაინ გაკვეთილს. მასწავლებელიც ბევრია, რომელიც ინტერნეტის არ ქონას იმიზეზებს. აქედან გამომდინარე, ხარისხზე ვერ ვილაპარაკებთ თუ სამი მოსწავლიდან ხშირად ერთი ან ორი მოსწავლე ვერ ან არ გესწრება. ხშირად მოსწავლეები და მშობლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლას, არდადეგებად აღიქვამენ.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემია რომ დაიწყო, მარტო მე კი არა ყველა გადავედით დისექვილიბრიუმის ფაზაში; დაგვეწყო შფოთვა, როგორ გაგვერთმია თავი ამ ახალი გამოწვევისათვის, განსაკუთრებით ეს დირექტორებს დაგვატყდა თავს, როცა ორასი მოსწავლე მათი მშობლები და 30 მასწავლებელი შენ გიყურებს, გამოსავალი აუცილებლად უნდა იპოვო. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, ურთულესმა გზამ, რომელიც გავიარე ჩემს კოლექტივთან ერთად, ჩვენ ერთ გუნდად შეგვკრა და პრობლემებზე სწრაფი და სწორი რეაგირების უნარი ჩამოგვიყალიბა.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სად და რამდენით შეამცირეს ხელშეკრულებით დასაქმებულები - მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროს სსიპ-ებს ეხება

უმაღლესები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - „იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება“

Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ დაჯილდოება ამჯერად თბილისში გაიმართება

კონკურსით დასაქმებული პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭებაზე სკოლებმა მასწავლებლის სახლს უნდა მიმართონ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია - იხილეთ კანდიდატთა სია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება