| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
პატარა სამსარის საჯარო სკოლა მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს და ეხმარება, ღირსეულად გაართვან თავი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიურ რეალობას ხელი არ შეუშლია ადგილობრივი პედაგოგებისთვის, ღირსეულად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა. მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებაში.
ახლახან, ადგილობრივმა მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებლის, სუსანა მკრტიჩიანის დახმარებით, საკუთარი ხელით შექმნეს დინოზავრის მოდელი; აქტივობა სახალისო, შემეცნებითი აღმოჩნდა და ეს დღე, პატარა სამსარის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა