სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

2022-2023 სასწავლო წელს, ქესალოს საჯარო სკოლა 50 პირველკლასელს ელის
07-04-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქესალოს საჯარო სკოლა 50 პირველკლასელს ელის. როგორც Etaloni.ge-ს სკოლის ხელმძღვანელმა, ნურადინ ისმაილოვმა განუცხადა, ადგილობრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, თამამად შეძლებს ამ რაოდენობის მოსწავლეების მიღებას, პედაგოგები კი მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა პატარებმა ღირსეულად შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქესალოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტი ფორმატით მიმდინარეობს და არც პანდემიურ რეალობას შეუშლია ხელი პედაგოგებისთვის, პირნათლად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა.
ქესალოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსწავლეების განათლებაზე, აქტიურად ეწევიან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სამომავლოდ, კარიერულ წინსვალასა და განვითარებაში ეხმარება.

სწორედ ქესალოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებაა, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ განათლების მყარი საფუძვლები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება